ერდოღანი: „პალესტინის ტერიტორიების არალეგალური გზით მითვისებას არ დავუშვებთ“

ერდოღანი: „პალესტინის ტერიტორიების არალეგალური გზით მითვისებას არ დავუშვებთ“

1423003
ერდოღანი: „პალესტინის ტერიტორიების არალეგალური გზით მითვისებას არ დავუშვებთ“

 

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიების არალეგალური გზით ვინმეს მხრიდან მითვისებას არ დაუშვებენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმანებს რამაზნის ბაირამი ვიდეოჩანაწერით მოულოცა.

„ამ ძვირფას დღეებში ღმერთს შევთხოვ, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებისათის, ისლამური  სამყაროსთვის და კაცობრიობისთვის  მშვიდობას და კეთიდღეობას დაუსადგურებინოს. მსოფლიოსათვის საფრთხის შემცველი კოვიდ-19-ის პანდემია, როგორც ვხედავთ განურჩევლად ერისა და რწმენისა, ყველასათვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, ღმერთს შევთხოვ, რომ ამ და მსგავსი უბედურებებისგან დაიცვას  კაცობრიობა.

მინდა ავღნიშნო, რომ მონოთეისტური რელიგიების საერთო ღირებულებად აღიარებული იერუსალიმის  (ალ-ყუდსი) არალეგალური გზით მითვისების უფლებას არავის მივცემთ. გილოცავთ რამაზან ბაირამს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ“, ნათქვამია ერდოღანის მიერ ვიდეოჩანაწერით გაგზავნილ მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები