პალესტინა და ითო საგანგებო შეხვედრას გამართავენ

მასზე ისრაელის მიერ "დასავლეთის სანაპიროს ანექსიის" გეგმას განიხილავენ

1422272
პალესტინა და ითო საგანგებო შეხვედრას გამართავენ

პალესტინის ხელისუფლება და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია შეთანხმდნენ, რომ ისრაელის მიერ "დასავლეთის სანაპიროს ანექსიის" გეგმის განსახილველად, საგანგებო შეკრება ჩაატარონ. პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ამ უწყების ხელმძღვანელმა რიად ალ-მალიქიმ და ითო-ს გენერალურმა მდივანმა იუსუფ ბინ აჰმედ ალ-უსეიმიმ სატელეფონო საუბარი გამართეს და შეთანხმდნენ, ითო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო შეკრება ჩაატარონ და მასზე დეტალურად განიხილონ ისრაელის მიერ მომზადებული "დასავლეთის სანაპიროს ანექსიის" გეგმა. როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 17 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ დროა დასავლეთ სანაპიროზე უკანონო ებრაული დასახლებების "ოკუპაცია" დაიწყონ



მსგავსი ინფორმაციები