სამგზავრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა

პირველადი ცნობებით 107 კაცი დაიღუპა

1421938
სამგზავრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების (PIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩის მიმართულებით მიფრინავდა,  ყარაჩის აეროპორტის მახლობლად მდებარე დასახლებაში ჩამოვარდა. pia-ს პრეს სპიკერმა აბდულ სატტარმა განაცხადა, რომ Airbus A-320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც  ეკიპაჟის 8 წევრთან ერთად 99 მგზავრი იმყოფებოდა, ლაჰორის აეროპორტიდან აფრინდა და ყარაჩის აეროპორტის მახლობლად მდებარე დასახლებაში ჩამოვარდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ რეგიონში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, მრავალი შენობა და მანქანა დაზიანდა. პირველადი ინფორმაციებით ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის არმიამ განაცხადა, რომ მათ რეგიონში გააგზავნეს სამაშველო ჯგუფები



მსგავსი ინფორმაციები