კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 82 ათასს გადააჭარბა

კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 82 ათასს გადააჭარბა

1421548
კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 82 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 334 ათასს, დაავადების რიცხვმა 5 მილიონ 197 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 2 მილიონ 82 ათასს გადააჭარბა.

იტალიაში ეპიდემიით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 156-ით 32 ათას 486-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა კი 1792-ით 60 ათას 960-მდე შემცირდა.

საფრანგეთში კოვიდ-19-ით ბოლო 24 საათში 83 ადამიანი გარდაიცვლა და საერთო რაოდენობა 28 ათას 215-მდე, დაავადებულთა კი 1735-ით 218 ათას 679-მდე გაიზარდა.

ესპანეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 48-ით 27 ათას 940-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 5 დღეა ასზე ქვემოთ არის. იმავე პერიოდში დაავადების ახალი 344 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებში „დადასტურების პრობლემის“ გამო კატალონიის ავტონომიური ადმინისტრაციის მონაცემები არ დაამატეს. ქვეყნის მეცნიერების და ინოვაციების მინისტრმა პედრო დიქემ განაცხადა, რომ  ესპანეთში კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობის ფარგლებში შემოდგომაზე ელოდებიან რომ ადამიანებზე გამოცდის ეტაპზე გადავლიან.

მექსიკაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 424-ით 6 ათას 90-მდე, დაავადებულთა კი 2 ათას 248-ით 56 ათას 594-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები