საფრანგეთი, გერმანია, ბელგია  და ესტონეთი ისრაელს აფრთხილებენ

საფრანგეთი, გერმანია, ბელგია  და ესტონეთი ისრაელს აფრთხილებენ

1421312
საფრანგეთი, გერმანია, ბელგია  და ესტონეთი ისრაელს აფრთხილებენ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დასავლელი წევრებიდან საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ესტონეთი და ყოფილი წევრი პოლონეთი ისრაელს, იორდანეთ დასავლეთი სანაპიროს ანექსიის გეგმასთან დაკავშირებით აფრთხილებენ.

ხსენებულმა ქვეყნებმა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით ცალმხრივად გადადგმული ნავიჯი არასამართლიანია და რეგიონში ისედაც დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს. აღნიშნული ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაში მხარეებს საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ რა, აცხადებებნ, რომ თავიანთი წვლილის შეტანაში მზად არიან.

მეორეს მხრივ, ისრაელის ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის ისრაელელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ თელ-ავივის მხრიდან იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთი  რეგიონების ანექსიის წინააღმდეგი არიან.



მსგავსი ინფორმაციები