ფლორიდაში ერთ კვირაში მეორე გამანადგურებელი ჩამოვარდა

ამ გამანადგურებლის პილოტიც გადარჩა

1420339
ფლორიდაში ერთ კვირაში მეორე გამანადგურებელი ჩამოვარდა

აშშ-ის ფლორიდას შტატში,  საჰაერო ძალების კუთვნილი F-35A ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ფლორიდის შტატში მდებარე ეგლინის საჰაერო ძალების ბაზის განცხადებაში ნათქვამია, რომ 58-ე საჰაერო ფლოტის კუთვნილი F-35A ტიპის თვითმფრინავი, რუტინული ფრენის დროს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:30 საათზე ჩამოვარდა. განცხადებაში ასევე  ნათქვამია, რომ თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტიროვკის შედეგად ცოცხლად დარჩენა შესძლო და ამ კატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირის ბოლოს, ამავე ბაზიდან აფრენილი F-22 Raptor-ის ტიპის გამანადგურებელი, აფრენისთანავე ჩამოვარდა და მისი პილოტიც გადარჩა.



მსგავსი ინფორმაციები