აშშ-ში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება წლის ბოლომდე სამჯერ გაიზარდოს

აშშ-ში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება წლის ბოლომდე სამჯერ გაიზარდოს

1420223
აშშ-ში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება წლის ბოლომდე სამჯერ გაიზარდოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგნოზირებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსისგან (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება წლის ბოლომდე სამჯერ გაიზარდოს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაშინაც კი, თუ არსებული სოციალური დისტანციის წესები თვეების განმავლობაში იქნება დაცული, კოვიდ -19-ის ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2020 წლის ბოლომდე სამჯერ გაიზრდება.

კვლევაში მონაწილე ჯანდაცვის ეკონომისტმა ანირბან ბასუმ, პრესკონფერენციაზე კოვიდ-19-ის ვირუსის გადადების სიმძლავრის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ მიღებულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა:

„თუ ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწორია, ეს ნიშნავს, რომ 350,000-დან 1.2 მილიონამდე ამერიკელი გარდაიცვლება კოვიდ-19-ით წლის ბოლომდე, მაშინაც კი, თუ ვირუსი სოციალური დისტანციის შეზღუდვების მოხსნამდელი სისწრაფიით გააგრძელებს გავრცელებას.“

ბასუს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან სერიოზული ზომებით შეიძლება შემცირდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსმა შეიძლება მოკლას დაახლოებით ნახევარი მილიონი ამერიკელი თუ ის გავრცელდება ისევე, როგორც ტიპიური გრიპი, რომელსაც შეუძლია დააინფიციროს აშშ-ს მოსახლეობის 10 პროცენტი.“-აღნიშნა ანირბან ბასუმ.

მისივე თქმით, აშშ -ში ოფიციალური მონაცემებით 1,5 მილიონზე მეტი დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და დაღუპაულია 90 ათასზე მეტი ადამიანი და დაამატა, რომ ვირუსის რეალური შედეგები ამ ციფრებზე უფრო მაღალია.



მსგავსი ინფორმაციები