ეთნიკურ დაპირისპირებას  ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ეთნიკურ დაპირისპირებას  ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

1419377
ეთნიკურ დაპირისპირებას  ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ნიგერიაში ადამავას პროვინციაში ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით 38 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადამავას პროვინციაში ჰაუსა და ჩაბოს ჯგუფებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა. დაპირსპირების შედეგად ასევე ასობით საცხოვრებელი სახლი დარბეულ იქნა.

მეორეს მხრივ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ბოკო ჰარამის 20 წევრი იქნა განეიტრალებული.



მსგავსი ინფორმაციები