ჩინელი ელჩის გარდაცვალება საიდუმლოებას ინარჩუნებს

მისი გარდაცვალების გამოსაძიებლად, თელ-ავივს ჩინური დელეგაცია ეწვევა

1419205
ჩინელი ელჩის გარდაცვალება საიდუმლოებას ინარჩუნებს

ისრაელური გაზეთ ჰაარცის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში, გუშინ დილით გარდაცვლილი  ჩინეთის ელჩის, 58 წლის დუ ვეის გარდაცვალების გამოსაძიებლად,  ისრაელს ეწვევა ერთი ჩინური დელეგაცია, რომელიც ამ გამოძიების დასრულების კვალდაკვალ, დუ ვეის ცხედარს დაკრძალვის მიზნით ჩინეთში გადაიყვანს. როგორც ცნობილია, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში დუ ვეი,  გუშინ დილით, თელ–ავივთან ახლოს მდებარე ქალაქ ჰერცლიაში, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს, რის კვალდაკვალ ისრაელის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ისრაელური პრესის მიხედვით კი, პირველადი გამოკვლევით დუ ვეის ცხედარს რაიმე ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა და იგი შეიძლება გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადებით კი, ”წინასწარი დასკვნები აჩვენებს, რომ ელჩმა დუ ვეიმ სიცოცხლე დაკარგა მის ჯანმრთელობაში გაჩენილი პრობლემების შედეგად.”



მსგავსი ინფორმაციები