გაერო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს

გაერო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს

1416199
გაერო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, რელიგიურ ლიდერებს  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ანტონიო გუტერესმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა რელიგიურ ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გლობალური ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას და აღნიშნეს, რომ მათ უფრო მეტი როლი შეეძლოთ შეასრულონ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ვინაიდან ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით, მოვუწოდებ რელიგიურ ლიდერებს, გამოიყენინ თავიანთი საკომუნიკაციო საშუალებები და  მხარი დაუჭიროთ მთავრობას, რათა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უფრო ფართოდ გავრცელდეს. აუცილებელია, რომ რელიგიურ ცერემონიებზე სოციალური დისტანცია და ჰიგიენა დაცული იყოს,“ განაცხადა გუტერესმა.

იგი თავის მიმართვაში რელიგიურ ლიდერებს ასევე მოუწოდებს, რომ  ებრძოლონ ცრუ და ყალბ ინფორმაციას, ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას. მან ვიდეომიმართვის დროს განსაკუთრებულად  გაუსვა ხაზი,  ქალთა მიმართ ძალადობას და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ნებისმიერი რელიგიისათვის მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები