დეაშის მეთაური სამხრეთ აზიაში, შეპყრობილია

იგი ავღანეთის ძალოვანებმა შეიპყრეს

1415668
დეაშის მეთაური სამხრეთ აზიაში, შეპყრობილია

რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ–ის მეთაური სამხრეთ აზიის რეგიონში შეიხ აბუ ომარ ელ ჰორასანი, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს. ავღანეთის სადაზვერვო სამმართველოს (NDS) მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყნის სპეცრაზმელებმა, დეაშის ლიდერი სამხრეთ აზიაში ელ ჰორასანი, დედაქალაქ ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად შეიპყრეს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის დროს, დეაშის სამხრეთ აზიის ე.წ. დაზვერვის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი დაჭრეს. დეაშის ერთ-ერთი ლიდერი, ცენტრალური აზიის პასუხისმგებელი პირი აბდულა ორაკზაი კი,  მიმდინარე წლის 5 აპრილს, ისევ ავღანეთის სამხრეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს



მსგავსი ინფორმაციები