მაიკ პენსის პრესსპიკერმა თვითიზოლაციაზე განცხადება გაავრცელა

მაიკ პენსის პრესსპიკერმა თვითიზოლაციაზე განცხადება გაავრცელა

1414993
მაიკ პენსის პრესსპიკერმა თვითიზოლაციაზე განცხადება გაავრცელა

მაიკ პენსის პრესსპიკერებიდან დევინ ომალეიმ, პენსის თვითიზოლაციაში ყოფნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „პენსი ასრულებს თეთრი სახლის სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციებს და კარანტინში არ არის.“ აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის კოვიდ-19-ის ტესტი, რომელიც ყოვლ დღე უტარდება, უარყოფითია. განცხადებს მიხედვით, მაიკ პენსი ორშაბათს თეთრ სახლში მისვლას გეგმავს.

Bloomberg-ის და Associated Press -ის მიერ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო რომ, მას შემდეგ რაც პრესსპიკერის მილერის კოვიდ-19-ის ტესტი პარასკევს დადებითი აღმოჩნდა, პენსი თვითიზილაციაში გადავიდა.

ასევე აღნიშნული იყო, რომ პენსის კორონავირუსის ტესტი უარყოფითია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით იგი გარკვეული დროით სახლიდან იმუშავებდა.

ხუთშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ თანაშემწეს კოვიდ-19 დაუდგინდა, პარასკევს კი მაიკ პენსის პრესპიკერის მილერის ტესტი აღმოჩნდა დადებითი. იმავე დღეს ტრამპის თეთრი სახლის მრჩევლის მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის ასისტენს და საიდუმლო სამსახურის 11 თანამშრომელს ვირუსი გამოუვლინდა.


საკვანძო სიტყვები: #ვიცეპრეზიდენტი , #მაიკ პენსი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები