მაიკ პენსი თვითიზოლაციაშია

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი თვითიზოლაციაშია

1414604
მაიკ პენსი თვითიზოლაციაშია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენის მაიკ პენსის განცხადებით, იმის გამო რომ მის პრესსპიკერს კეიტი მილერს ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდგინდა, კარანტინში გადავიდა.

Bloomberg-ის მიერ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც პრესსპიკერის მილერის კოვიდ-19-ის ტესტი პარასკევს დადებითი აღმოჩნდა, პენსი თვითიზილაციაში გადავიდა.

პენსის კორონავირუსის ტესტი უარყოფითია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით იგი გარკვეული დროით სახლიდან იმუშავებს.

პენსის თვითიზოლაციის გადაწყვეტილების შესახებ თეთრ სახლს ან ოფისს ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ხუთშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ თანაშემწეს კოვიდ-19 დაუდგინდა, პარასკევს კი მაიკ პენსის პრესპიკერის მილერის ტესტი აღმოჩნდა დადებითი. იმავე დღეს ტრამპის თეთრი სახლის მრჩევლის მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის ასისტენს და საიდუმლო სამსახურის 11 თანამშრომელს ვირუსი გამოუვლინდა.


საკვანძო სიტყვები: #მაიკ პენსი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები