ხანძარი კოვიდ 19 საავადმყოფოში
დაიღუპა 1 კაცი
1414210
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელშიც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ, ხანძარი წარმოიშვა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსული ახალი ამბების სააგენტოს, TASS- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ეყრდნობა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური პირების განცხადებებს, ხანძარი გაუჩნდა მოსკოვის 50 ნომრიანი საავადმყოფოს პირველ სართულს და ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ყველა პაციენტისა და თანამშრომლის თავის დროზე ევაკუირება მოასწრეს. პირველადი ვარაუდებით, ხანძარი გამოიწვია სამედიცინო აღჭურვილობაში გაჩენილმა ტექნიკურმა ხარვეზმა