ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 1 მილიონ 440 ათასს  გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 1 მილიონ 440 ათასს  გადააჭარბა

1414206
ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 1 მილიონ 440 ათასს  გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 280 ათასს, შეემთხვევების რაოდენობამ 4 მილიონ 100 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 1 მილიონ 440 ათასს  გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 584-ით 78 ათას 639-მდე, შემთხვევების კი 28 ათას 52-ით მილიონ 323 ათას 83-მე გაიზარდა.

ეპიდემიის ევროპის ცენტრად გადაქცეულ დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რივხვი ბოლო 24 საათში 346-ით 31 ათას 587-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ერთ დღეში ჩატარებული იქნა 96 ათას 878 ტესტირება და გამოვლენილი იქნა დაავადების ახალი 3 ათას 896 შემთხვევა, რითაც მთლიანი რიცხვი 215 ათას 260-მდე გაიზარდა.

იტალიაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 194-ით 30 ათას 395-მდე გაიზარდა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 ათას 119-ით 84 ათას 842-მდე შემცირდა.

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 80 ადამიანი დაიღუპა და მთლიანმა რიცხვმა 26 ათას 310 შეადგინა. შემთხვევებმა კი 433-ით 210 ათას 519-მდე მოიმატა. ამ მონაცემებით საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა დღიურ ბაზაზე ყველაზე დაბალი იყო. ქვეყანაში ხვალიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები ეტაპობრივად სურვილის მიხედვით გაიხსნება. კაფეებისა და რესტორნების გარდა გაიხსნება ოფისები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, პატარა მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

საქართველოში კორონავირუსის 626 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 297 გამოჯანმრთელდა 10 კი გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები