რისგან წარმოიქმნა კორონავირუსი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

1413777
რისგან წარმოიქმნა კორონავირუსი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) ღამურისგან  არის წარმოქმნილი და ჩინეთში ზღვის პროდუქტების ბაზარმა ეპიდემიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სურსათის უვნებლობისა და ზოონოზური ვირუსების ექსპერტმა, პიტერ ბენ ემბარეკმა ჯანმო-ს ცენტრალურ ოფისში ვიდეოკონფერენციის მეთოდით გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ჩინეთის ქალაქ, უხანის ბაზრობამ თავისი როლი ითამაშა ვირუსის გავრცელებაში, თუმცა არ იციან, რაში გამოიხატება ეს როლი.

„ჩვენ არ ვიცით, ბაზარი იყო ვირუსის წყარო, მისი გავრცელების ხელშემწყობი გარემო თუ უბრალოდ დამთხვევა, რომ ინფიცირების შემთხვევები ამ ბაზარსა და მის მიმდებარედ დაფიქსირდა“, განაცხადა პიტერ ბენ ემბარეკმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გავრცელება მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადეს, რომ კოვიდ-19-ის ვირუსი უხანში ერთ-ერთ ლაბორატორიაში იქნა დამზადებული. ჩინეთი კი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს.  



მსგავსი ინფორმაციები