ელონ მასკი მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს

მან  ახლად დაბადებულ ვაჟს, უჩვეულო სახელი, "X Æ A-12 Musk"-ი შეარქვა

1413836
ელონ მასკი მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს

ვარაუდობენ, რომ უჩვეულო სახელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ტექნოლოგიურმა კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ელონ მასკმა თავის შვილს დაარქვა, შესაძლოა, კანონის საწინააღმდეგოდ იქნეს ცნობილი აშშ–ის კალიფორნიის შტატში. მართლაც, ელონ მასკისა და მისი მეუღლის, კანადელი მომღერლის გრეიმსის მხრიდან ვაჟისათვის შერქმეული სახელის, "X Æ A-12 Musk"-ის გამოთქმა, შეიძლება კანონ საწინააღმდეგოდ იქნას აღიარებული. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემულ სიახლეებში და კომენტარებში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური მილიარდერებიც უნდა დაემორჩილონ არსებულ და მოქმედ წესებს და იმის გამო, რომ ინგლისურ ანბანში არ არის ასო Æ სიმბოლო, ამიტომაც კალიფორნიის კანონებმა შეიძლება არ დაუშვან ამ სიმბოლოს და მასზე დაყრდნობით სახელის გამოყენება. სოციალური მედიის ზოგიერთი  მომხმარებლის აზრით კი, სინამდვილეში არ არის ცნობილი, თუ რა დაარქვა მუსკმა შვილს და რომ მსოფლიოში განთქმული ბიზნესმენი ამით მალავს რაღაც პაროლს და მინიშნებას რა, ბავშვის სახელით ცდილობს დღის წესრიგის შექმნას. 48 წლის მასკმა, რომელსაც წინა ორი ქორწინებიდან 5 ვაჟი ჰყავს, ორშაბათს, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში მიმდევრებს განუცხადა, რომ  კიდევ ერთი ვაჟიშვილი ეყოლა და მიმდევრის კითხვაზე თუ ბავშვს რა სახელი დაარქვეს, "X Æ A-12" დაწერა



მსგავსი ინფორმაციები