დონალდ ტრამპი  სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

დონალდ ტრამპი  სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

1413955
დონალდ ტრამპი  სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა  გერმანიის კანცლერ,  ანგელა მერკელს. სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობები და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იქნა განხილული.

თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ასევე საუდის არაბეთის მეფე, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდისაც ესაუბრა ტელეფონით რა დროსაც, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე განვითარებული მოვლენები და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

მეორეს მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე ტელეფონით ესაუბრა მალაიზიის პრემიერ-მინისტრ, მუჰიდინ იასინს რა დროსაც, აშშ-მალაიზიას შორის ურთიერთობა და კოვდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები