ბომბიანი თავდასხმა პოლიციის უფროსზე
დაიღუპა 3 კაცი
1413361
ავღანეთის ჰოსტის პროვინციის გუბერნატორის მუჰამმედ ფედაის განცხადებით, ამ პროვინციის პოლიციის უფროსი, გენერალი საედი აჰმად ბაბაზეი, ნადერშაჰის რაიონში მგზავრობისას, სადაც მორიგი ანტიტერორისტული ოპერციისათვის უნდა ეხელმძღვანელა, ბომბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მისივე თქმით, ბაბაზეისთან ერთად დაიღუპნენ ასევე მისი მდივანი და დაცვის 1 წევრი. გუბერნატორმა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანს დააკისრა, თუმცა მასზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია