სპეცოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ
ლიკვიდირებულ იქნა 134 ტერორისტი
1410952
ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჯონ ენენშემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედ ტერ ორგანიზაციების ბოკო-ჰარამისა და ISWAP-ის წევრების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა მთლიანობაში 134 ტერორისტი და მათ შორის 78 ISWAP-ის და 56 კი ბოკო ჰარამის წევრი. მისივე თქმით გახშირებული სპეცოპერაციები მიზნად ისახავს ნიგერიის ტერიტორიაზე ამ ორი ორგანიზაციის გავლენის დასრულებას და ამიტომ მათთან კავშირში მყოფი 16 ადამიანი დააპატიმრეს. “ჩვენ გახშირებული ოპერაციები 1 მაისს დავიწყეთ და ხელთ ვიგდეთ ამ ორგანიზაციების კუთვნილი უამრავი საბრძოლო მასალაც“, აღნიშნა ენენშემ