ლიბიის მთავრობა მეამბოხეებს უტევს

განადგურებული საბრძოლო მასალებით სავსე 1 სამხედრო მანქანა

1410170
ლიბიის მთავრობა მეამბოხეებს უტევს

ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის არმიის კუთვნილმა საარტილერიო და საჰაერო ძალებმა, მეამბოხე გენერლის ჰაფთერის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში.  ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბიის არმიამ გაანადგურა ჰაფთერის სამხედრო მანქანა, რომელიც დედაქალაქის სამხრეთით, ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად იყო გაჩერებული და რომელიც სამხედრო და საბრძოლო მასალებით იყო სავსე. ლიბიის არმიის ოფიციალური პრეს წარმომადგენლის, პოლკოვნიკ მუჰამედ ქუნუნუს განცხადებით კი, ლიბიის არმიამ რიგით მესამე საჰაერო ოპერაცია ჩაატარა წუხელ ვატიეს საჰაერო ბაზაზეც, სადაც ჰაფთერის შეიარაღებული ჯგუფებია განლაგებული, თუმცა, მან მოკლულებთან და დაშავებულებთან დაკავშირებით არაფერი თქვა



მსგავსი ინფორმაციები