ტრამპი, კიმ ჩენ ინზე: „მოხარული ვარ, რომ დაბუნდა და კარგადაა“

ტრამპი, კიმ ჩენ ინზე: „მოხარული ვარ, რომ დაბუნდა და კარგადაა“

1409651
ტრამპი, კიმ ჩენ ინზე: „მოხარული ვარ, რომ დაბუნდა და კარგადაა“

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დიდი ხნის შემდეგ პრესაში გამოჩენას სოციალურ ქსელ,  Twitter-ით  ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რომ ის დაბრუნდა და კარგად არის,” წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში თითქმის სამი კვირის შემდეგ პირველად გამოჩნდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სასუქების ქარხნის გახსნისას ლენტი გაჭრა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ან კიდევ ზოგიერთი მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #კიმ ჩენ ინი , #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები