კანადაში ეზანის დინამიკებიდან მღერის ნებართვა დართეს

ეს ნებართვა ჯერ ჯერობით რამაზანის თვეს მოიცავს

1409292
კანადაში ეზანის დინამიკებიდან მღერის ნებართვა დართეს

კანადაში მეჩეთებსა და მუსლიმანურ სალოცავებში, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, რამაზანის თვეში, დღის ზოგიერთ პერიოდში, ეზანი, ე.ი. სალოცავად მოხმობა, ნებადართული იქნა დინამიკებიდან. კანადის ისეთი ქალაქების, როგორებიცაა ტორონტო, ედმონტონი, ოტავა და ჰამილტონი, მერიებმა შეაფასეს მუსლიმანური საზოგადოების მოთხოვნები და რამაზანის დასაწყისიდან, დღეში 5 ეზანიდან სამის, დინამიკებიდან ხმამაღლა მოხმობის ნებართვა დართეს. ქალაქ ჰამილტონში მოქმედი მონტეინის მეჩეთის იმამმა სეიდ ტორამ, ისტორიული უწოდა კანადის ხელისუფლების ნებართვას. "ეს არის კანადაში მცხოვრები მუსლიმი თემისათვის ისტორიული მომენტი. ეზანი არის ღვთიური მიწვევა და იგი უნდა გაიგოს ყველა მუსლიმანმა. ეს არის კანადაში პირველი შემთხვევა, როდესაც ეზანი დინამიკებიდან ისმება და ჯერ ჯერობით ნებართვა მხოლოდ ერთ თვიან რამაზანზე  ვრცელდება, თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა იგი მუდმივად დარჩეს“, განაცხადა ტორამ. მანვე კანადის სხვა ქალაქებში მცხოვრებ მუსლიმ თემებს მოუწოდათ, მათაც მიმართონ ქალაქების ხელისუფლებებს ეზანის დინამიკებიდან წაკითხვისათვის



მსგავსი ინფორმაციები