აქტუალური თემის ანალიზი 18/2020

სამხედრო კონფლიქტები კორონავირუსის პირობებში

1409435
აქტუალური თემის ანალიზი 18/2020

აქტუალური თემის ანალიზი 18/2020

სამხედრო კონფლიქტები კორონავირუსის პირობებში

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, დოცენტი მურათ იეშილთაში

მიუხედავად იმისა, რომ კორონას ეპიდემია გადაიქცა გლობალურ კრიზისად და აშშ-ს თაოსნობით შეარყია გლობალური მოთამაშეები, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბის კონფლიქტები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გაერო რეგიონებში, სადაც კონფლიქტები გრძელდება, მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, სისხლი კვლავ იღვრება ლიბიაში, სირიასა და იემენში. ლიბანში ეკონომიკური პრობლემების და კორუფციის შედეგად გამოწვეული პროტესტი კვლავ იწყება, ერაყის მთავრობა კი ვერ ახდენს ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის გამოსწორებას. ეს ქვეყნები, განსაკუთრებით ლიბია, სირია და იემენი, კორონას ეპიდემიასთან ბრძოლის მაგიერ შიდა კონფლიქტებს დანებდა. ამ ქვეყნებში შეუძლებელია კოვიდ-19-ის ეპიდემიის შესახებ რეალური მონაცემების მოპოვება. ამ კონფლიქტის ზონებში ჩანს, რომ ეპიდემია - შიდა კონფლიქტი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. როგორც ჩანს, საერთაშორისო ინსტიტუტებმა გაფრთხილების გარდა სხვა პოზიცია არ დაიკავეს.

შეიძლება ითქვას, რომ სირიაში მინიმუმ ოთხი განსხვავებული რეგიონი ცდილობს ცალ-ცალკე კორონას წინააღმდეგ ბრძოლას. რეჟიმის მიერ კონტროლირებად რაიონებში აცხადებენ, რომ კოვიდ -19-ის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 45-ია. როგორც ჩანს, იდლიბის რეგიონში რამაზანის დაწყებათან ერთად, მეჩეთებში თერავის ლოცვებში მონაწილეობის დონე მაღალია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იდლიბშო ეპიდემია არ არის. თუ გავითვალისწინებთ იდლიბის ინტენსიურ პოპულაციას, კონფლიქტის მიმდინარე დინამიკას და ლტოლვილთა ბანაკების ინტენსიურობას, მხოლოდ დროის საკითხია საშიში სურათის შექმნა. იმ რეგიონებში, რომელსაც სირიის ეროვნული არმია აკონტროლებს, თურქეთის დახმარებით, აქტიური ძალისხმევა ტარდება ეპიდემიის შეზღუდვუსთვის.

ამერიკის მხარდაჭერით YPG-PYD-ს მიერ კონტროლირებად რეგიონებში, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ვინ იცის, სირიის კორონის ეპიდემიისგან შორს ყოფნა, რომელიც 10 წელია თავს ვერ აღწევს სამოქალაქო ომს, შეიძლება ბედის საჩუქარი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რეგიონი კორონავირუსის გამო ღელავს, კონფლიქტები სირიაში ადგილ ადგილ გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე დინამიური რეგიონი არის იდლიბი, რომელიც ცხელი საბრძოლო წერტილი იყო ეპიდემიამდე. იდლიბი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონფლიქტის გაგრძელებისა და კვლავ აფეთქების თვალსაზრისით, არამედ შესაძლო ეპიდემიით სწრაფი ფორმით ბევრი ადამიანის დაინფიცირების თვალსაზრისითაც. თურქეთის მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ M4 და M5 მაგისტრალები როგორც ჩანს, აგრძელებენ სამხედრო ძალების ზრდას ჩრდილოეთ რეგიონში. ეს შეიძლება ჩანდეს როგორც კორონას შემდგომ ახალი პოსტფაქტუმის აღსაკვეთად გატარებული ზომა, თუმცა სავარაუდოდ, ანკარა უფრო მეტს გააკეთებს. უსაფრთხო ზონის შექმნა ანკარის დღის წესრიგიდან არასოდეს ამოსულა. თუმცა, გასაგები ხდება, რომ ბოლო დღეებში HTŞ-ს თურქეთის წინააღმდეგ პოზიციაში გამკაცრების დენტაცია აქვს. HTŞ– ს ზოგიერთი ჯგუფი ჯერ კიდევ არ აღიარებს მოსკოვის ხელშეკრულებას და ყველანაირად ცდილობს მის დარღვევას. ბოლოს HTŞ-ს მილიტანებმა თურქეთის წინააღმდეგ თავდასხმა მოაწყვეს, რასაც ერთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა. რა თქმა უნდა, ეს ვითარება კორონას შემდგომ გამოიწვევს თურქეთის მიერ HTŞ-ს მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას.

რეჟიმის შეტევებით იდლიბში იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იდლიბის ჩრდილოეთით წავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ რეჟიმის საჰაერო თავდასხმები ადგილ-ადგილ გრძელდება, იდლიბელებისთვის სახლში დაჩენა კორონასგან დასაცავად არ არის ლოგიკური არჩევანი.

მეორეს მხრივ, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული არმიის (SMO) კონტროლირებად რეგიონებში PKK-YPG ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებენ. განსაკუთრებით ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ რეგიონად წოდებულ რასულაინსა და ტელ აბიადს შორის მდებარე რეგიონში შეღწევის მცდელობის მქონე YPG ხშირად განიცდის დანაკარგს. YPG ამ რეგიონებში აგრძელებს პერიფერიულ ტერორისტულ ომს, თავს ესხმის სამოქალაქოებს, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქალაქი უსაფრთხო არ არის და ხელს უშლის სტაბილურობის უზრუნველყოფას. აფრინში კი როგორც ჩანს PKK-YPG განსხვავებულ მეთოდს იყენებს. 28 აპრილს დანაღმული ავტომანქანით განხორციელებულ ტერაქტს 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. PKK-ს, რომელიც თურქეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ტერაქტებს აგრძელებს, სირიის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონებში პრობლემები აქვს. რადგანაც ამ რეგიონებში DEAŞ-ის ტერაქტები ბოლო კვირეებში სერიოზულად გაიზარდა.

 

DEAŞ-ი განსაკუთრებით სირიისა და ერაყის საზღვრების გასწვრივ უდაბნოს რეგიონებში იმალება და ტარაქტებს განაგრძობს. ეს გარდაუვალს ხდის აშშ-ს ლიდერობით კოალიციის მიერ YPG-სთვის უფრო მეტი დახმარების გაწევას. სირიის რეჟიმი, რომელიც კორონას ეპიდემიას მალავს, დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. ნავთობის ფასების ვარდნამ და მიმდინარე სანქციებმა კი რუსეთსა და ირანს ეკონომიკურად ხელი შეუშალა. კორონას შემდგომ სირიაში უცნობია დაიწყება თუ არა ახალი პროცესი, თუმცა ყველა მხარე კორონას შემდგომ პოზიციის დასაკავებლად ჩანს რომ ამას შესაძლებლად მიიჩნევს.

ლიბიაში კი ვითარება როგორც ჩანს კრიტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ 22 მარტს გაერომ ეპიდემიის გამო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა, მეამბოხე ხაფტარი მას არ დაემორჩილა და თავდასხმების გაგრძელება აირჩია. შეგნებულად მიზანში იღებს სამედიცინო კომპლექსებს ტრიპოლში, სადაც კორონას ეპიდემიასთან ბრძოლა უჭირთ. თუმცა, ეროვნული თანხმობის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ლიბიის არმიამ არ დაუშვა გაერთიანებული არაბული საემიროების მხრიდან მხარდაჭერილი ხაფთარის მიერ დედაქალაქ ტრიპლის დაცემა. უფრო მეტიც ხაფთარი ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეგიონიდან იძულებული გახდა გასულიყო და მძიმე დანაკარგები განიცადა. მაგრამ მაინც ჩანს რომ ტრიპოლის სამხრეთ უბნებზე კონტროლი აქვს დამყარებული. ხაფთარმა, რომელმაც ვერ მიიღო ის, რაც სურდა, გამოაცხადა ახალი სტრატეგია და განაცხადა, რომ მან ამჯერად 28 აპრილს დაითხოვა ტობრუკის მეჯლისი და თავი მთელი ლიბიის პრეზიდენტად გამოაცხადა. თუმცა, მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, ხაფთარმა დაინახა, რომ მისი ნაბიჯი არ იმუშავებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ ხაფთარის ინიციატივა "სწორად" არ მიაჩნიათ. ბენღაზის ხალხმა და მეჯლისმა აჩვენეს, რომ ამ სიტუაციით არ არიან კმაყოფილი; მათ არ სურთ ახალი კადაფი და სუსტად, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც გამოხატეს. შედეგად, ხაფთარი იქცა სულ უფრო დასუსტებულ მსახიობად, რომელმაც ვერ მიიღო ის, რაც სურდა. თუმცა ეს არ ნიშნავს

იმას, რომ ლიბიაში საქმე კარგად არის. კორონა, კონფლიქტი, ნავთობის ფასები, ნაგვის კრიზისი, ელექტროენერგიის დეფიციტი, ყველაფერმა ამან ლიბიაში საზოგადოების წინააღმდეგობა თანდათანობით გატეხა. ამან შექმნა ზეწოლა, რაც სწრაფად გამოიწვევს სოციალურ არეულობას. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არც ერთი სამოქმედო გეგმა არ განხორციელებულა. ამ მიზეზით, ლიბიაში ვითარება უფრო და უფრო რთულდება.

იემენი კი ეპიდემიამდეც საზოგადოებრივი ჯანდაცვით ერთ-ერთი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი კონფლიქტური რეგიონი იყო. ამჟამად ის მსოფლიოში ყველაზე დაბალი რაოდენობის მქონე ქვეყნებს შორისაა, მან მხოლოდ 1 შემთხვევა დააფიქსირა. საუდის არაბეთმა პირველ ადგილზე კორონას ეპიდემიასთან ბრძოლა დააყენა, რამაც როგორც ჩანს, გარკვეული დროით გაყინა იემენში სამხედრო საქმიანობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასრულდა სამხედრო კონფლიქტები.

კორონის ეპიდემიამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ვერ შეაჩერა, მაგრამ შესაძლოა კონფლიქტის მიმართულების შეცვლის კანდიდატი გახდეს.



მსგავსი ინფორმაციები