ჯონსონი მეექვსედ გახდა მამა
დღეს დილით მისმა საცოლემ იმშობიარა
1407603
კოვიდ-19 დაინფიცირებული ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც მკურნალობის შემდეგ მუშაობას გუშინ წინ, ე.ი. ორშაბათს შეუდგა, მე-6 ჯერ მამა გახდა. ჯონსონის საცოლემ, ქერი სიმონდსმა განაცხადა, რომ ამ დილით მას, დედაქალაქ ლონდონის საავადმყოფოში ბიჭი შეეძინა. პრემიერ მინისტრ ჯონსონს ბოლო ქორწინებიდან, რომელიც 2018 წელს დასრულდა, 4 შვილი ჰყავს, ხოლო კიდევ 1 ბავშვი კი უკანონო ქორწინებიდან ჰყავს. როგორც ცნობილია, მისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზის დასმის შემდეგ, იგი 5 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც სიმპტომები გაუარესდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დააწვინეს. ჯონსონი12 აპრილს გაეწერა საავადმყოფოდან და 26 აპრილამდე ისვენებდა რა, ორშაბათს გამოვიდა სამსახურში