გაერომ, ეპიდემიის თანმხლები საგზაო რუკა გამოაქვეყნა
“საჭიროა სასწრაფო და შესაბამისი ეკონომიკური ზომების მიღება“

გაერომ, ეპიდემიის პერიოდში ეკონომიკების აღდგენისა და დასაქმების დასადგენი საგზაო რუკა გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, კოვიდ -19 ეპიდემიის შემდეგ, ქვეყნებს აღარ ექნებათ “ძველებურ ნორმაზე დაბრუნება" და რომ მათმა მთავრობებმა, ახალი ეკონომიკის შესაქმნელად და მეტი დასაქმების მიზნით, სასწრაფო და შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კოვიდ-19-მა გამოიწვია ისტორიული ეკონომიკური რეცესია, ხოლო უმუშევრობამ კი რეკორდულ დონეს მიაღწია და ამ დროს ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად ღარიბი ქვეყნები დაზარალდნენ. ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კრიზისის შემდეგ, ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური აღდგენისთვის აუცილებელია არაჩვეულებრივი საერთაშორისო მხარდაჭერა და პოლიტიკური ვალდებულებების აღება-შესრულება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ამასთან დაკავშირებით თქვა: ”ყველაფერი, რასაც კორონავირუსის კრიზისის დროს და მის შემდეგ გავაკეთებთ, უფრო გამძლე უნდა იყოს პანდემიის, კლიმატური ცვლილებისა და სხვა გლობალური გამოწვევების წინაშე. იგი ორიენტირებული უნდა იყოს უფრო თანაბარი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკებისა და საზოგადოებების მშენებლობაზე.''
მსგავსი ინფორმაციები

ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს
ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს