შეიარაღებული თავდასხმა პოლიციელებზე

1 პოლიციელი დაიღუპა, 1 დაიჭრა

1405847
შეიარაღებული თავდასხმა პოლიციელებზე

აშშ-ის ლუიზიანას შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბატონ რუჟეში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 პოლიციელი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. ქალაქის პოლიციის უფროსმა მერფი პაულმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პოლიციის ორმა თანამშრომელმა, ეჭვმიტანილის შესახებ შეტყობინება მიიღეს და ამ მიზნით ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში გაემართნენ, სადაც მათ თავს დაესხა შეიარაღებული ეჭვმიტანილი პირი და ამ თავდასხმის შედეგად 1 პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილს მიავლინეს სპეცრაზმელები, რომლებმაც 4 საათიანი შეტაკების შემდეგ შესძლეს ეჭვმიტანილის, 36 წლის რონი კატოს ცოცხლად დაკავება



მსგავსი ინფორმაციები