შეტაკებები ჯამუ-ქაშმირში
ბოლო კვირაში 9 მეამბოხე იქნა ლიკვიდირებული
1405346

ინდოეთის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯამუ-ქაშმირის რეგიონში, პულვაამის რაიონში, უსაფრთხოების ძალებსა და მეამბოხეებს შორის წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა 5 მეამბოხე, ხოლო დაიჭრა 1 პოლიციელი. ამავე განცხადებით, 22 აპრილს, ამავე ოლქის შოპიენის რაიონში, უსაფრთხოების ძალებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარ პირველ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა ოთხი მეამბოხე. ამ ბოლო კვირაში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ცეცხლის გახსნის გამო, რეგიონში დაძაბულობა საგრძნობლად გაიზარდა