ოქსფორდის უნივერსიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

1404365
ოქსფორდის უნივერსიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო.

BBC– ს ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის პროცესები პირველ 2 მოხალისეზე დაიწყო. მათგან ერთს გაუკეთდა კოვდ -19-ის პოტენციური ვაქცინა, ხოლო მეორეს - კონტროლის მიზნით მენინგიტის ვაქცინა.

მოხალისეებმა არ იციან, თუ მათ რომელი ვაქცინა გაუკეთდა, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ექიმებისთვის, რომლებიც განსხვავებას შეამოწმებენ.

პოტენციური ვაქცინა, სახელწოდებით "ChAdOx1", რომელიც შეიქმნა 3 თვეში, დამზადებული იქნა შიმპანზეებში გრიპის გამომწვევი ადენოვირუსის გენეტიკის შეცვლით.

ვაქცინის მიზანია ვირუსის მიერ წარმოქმნილ პროტეინზე მიკრობით ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც აღკვეთენ ვირუსის უჯრედებში შეღწევას.

70-ზე მეტ ქვეყანაში მეცნიერები, მათ შორის თურქეთშიც, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად მუშაობენ.



მსგავსი ინფორმაციები