ნიგერიას იდუმალი ეპიდემია მოედო
სამ დღეში 150 ადამიანი გარდაიცვალა
1403004

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიის კანოს პროვინციაში, ჯერ კიდევ დაუდგენელი ავადმყოფობის შედეგად, 150 ადამიანი დაიღუპა. კანოს პროვინციის ჯანდაცვის სამმართველოს ეპიდემიური დაავადებების დეპარტამენტიდან გავრცელებული განცხადებით, პარასკევიდან კვირის ჩათვლით, ამ პროვინციაში 150 ადამიანი გარდაიცვალა უცნობი დაავადებით, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ არ აქვთ რაიმე წარმოდგენა და დაღუპულთა უმრავლესობა ასაკით, 60 წელზე უფროსია. ამავე ინფორმაციით, ეს დაავადება შეიძლება კოვიდ-19 იყოს და შეიძლება სხვა დაავადებაც იყოს, რამეთუ, ნორმალური არ არის ასეთ მოკლე დროში, სამ დღეში, ამდენი ადამიანის სიკვდილი