ტრაგედია ოქროს მაღაროში

დაიღუპა 9 კაცი

1400975
ტრაგედია ოქროს მაღაროში

ინდონეზიის დასავლეთ სუმატრას შტატში, უკანონოდ მოქმედი ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გაზეთის, Kompas-ის თანახმად, პროვინციის სამხრეთში მდებარე სოლოკის რეგიონში ძლიერი წვიმების გამო, უკანონოდ მოქმედი ოქროს მაღარო ჩამოინგრა და შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მისულმა სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟებმა, ნანგრევებიდან 9 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, რომელთა შორის 1 ქალია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ რეგიონში უკანონო მაღაროების უკანონოდ ექსპლუატაციას ხშირად აქვს ადგილი და გასული წლის  26 თებერვალს, ჩრდილოეთ სულავესის ბოლაგან მანგონდოვის ოქროს მაღაროში წარმოქმნილი მეწყერის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები