რა შესაძლო გავლენას მოახდენს კოვიდ-19 ბავშვებზე?

გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა

1399851
რა შესაძლო გავლენას მოახდენს კოვიდ-19 ბავშვებზე?

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური რეცესიის აჩქარებით, 2020 წელს შეიძლება დაფიქსირდეს ასობით ათასი ბავშვის სიკვდილიანობა. გუტერესმა ამის შესახებ გაერო-ს კოვიდ-19-ის ეპიდემიის,  ბავშვებზე შესაძლო  გავლენის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე კვირეებია ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში არ დადიან. ზოგიერთი დისტრანციურ სწავლების  პროცესს გადის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 310 მილიონი მოსწავლე ანუ მსოფლიო მოსწაველეების ნახევარი რეგულარული კვებისათვის სასკოლო კვებაზე იყო დამოკიდებული. კოვიდ-19-ის ეპიდემიამდეც კი, ბავშვების უმრავლესობა სრულად ვერ იკვებებოდა, რაც მათ ჯანსაღ ზრდას შეფერხებებს უქმნიდა.  კარანტინაში მყოფი ბავშვები ხშირად ხდებიან, ოჯახური ძალადობის ან კიდევ მწვავე კამათის თვითმხილვენი. ასევე კარანტინში მყოფი ბავშვებიდან განსაკუთრებით გოგონები სასწავლო პროცესის ადრეულ ასაკში დატოვების საფრთხის წინაშე არიან. მათში ასევე  ადრეული ორსულობის საფრთხეც არსებობს. გლობალური ეკონომიკური რეცესიის აჩქარებით, 2020 წელს შეიძლება დაფიქსირდეს ასობით ათასი ბავშვის სიკვდილიანობა“, ნათქვამია, გაერო-ს მიერ კოვიდ-19-ის ბავშვებზე შესაძლო გავლენის შესახებ მომზადებულ ანგარიშში. 



მსგავსი ინფორმაციები