ტრამპსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს აქტუალური და კრიტიკული საკითხები

1398449
ტრამპსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა,  კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიისა და მსოფლიო ეკონომიკის ხელახლა გააქტიურების მცდელობების საკითხები განიხილეს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის მოადგილემ ჯუდი დეერმა, წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტრამპს და მაკრონს, დღეს დილით სატელეფონო შეხვედრა  ჰქონდათ და ასევე განიხილეს G7-ის ლიდერების შეკრებაც, რომელიც ტელეკონფერენციით ხვალ, ე.ი. ხუთშაბათს ჩატარდება. ამავე განცხადებით, ტრამპმა და მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს  კრიტიკული და აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები