თავდასხმა  პაქტიას პროვინციაში

თავდასხმა  პაქტიას პროვინციაში

1397147
თავდასხმა  პაქტიას პროვინციაში

ავღანეთში, პაქტიას პროვინციაში დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით სამი ადამიანი დაიღუპა. პაქტიას პროვინციის გუბერნიის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით,  პაქტაის პროვინციაში დაუდგენელმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, სადაც  სადაზვერვო ოფიცრები იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია. თავდასხმასთან  დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #პაქტიას პროვინცია

მსგავსი ინფორმაციები