ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ხსნის

ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ხსნის

1396906
ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ხსნის

ეგვიპტე, პალესტინელების ღაზაში დასაბრუნებლად რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გამონაკლისად ხსნის. ღაზაში მდებარე პალესტინის  შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაიროს მთავრობა, ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფი პალესტინელების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეიდან ხუთშაბათის ჩათვლით რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის. მათივე განცხადებით, ის პალესტინელები, რომლებიც ეგვიპტიდან ღაზაში დაბრუნდებიან, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 21 დღიან კარანტინას გაივლიან. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის მთავრობამ კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მარტის თვეის შუა რიცხვებში ჩაკეტა.

მეორეს მხრივ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონნაცემებით ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 288 შემთხვევაა დაფიქსირებული.



მსგავსი ინფორმაციები