ტრამპი პუტინს და სელმანს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს ნავთობის წარმოების და ფასის საკითხები

1395283
ტრამპი პუტინს და სელმანს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან, საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ნავთობის წარმოებისა და ფასის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ მან თავის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ამ ორ ლიდერთან  1.5-საათიანი სატელეფონო შეხვედრები ჰქონდა. ”ჩვენ დიდი საუბარი გვქონდა ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა (OPEC) და ნავთობის საერთო ინდუსტრიის შესახებ,” განაცხადა ტრამპმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ენერგეტიკულ სექტორში, არავის სურს უმუშევართა არსებობა. მისივე თქმით, რუსეთს და საუდის არაბეთს დავა აქვთ ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით და დღეს იმდენი ნავთობის წარმოებაა, რომ არავინ იცის რა უნდა გააკეთოს, რადგან, წარმოებული ამ ნავთობის შენახვისათვისაც კი საკმარისი ადგილი არ გააჩნიათ



მსგავსი ინფორმაციები