თურქეთის ეკ-ს მუდმივ წარმომადგენლობიაში ერთი თანამშრომელი Kovid-19-ით გარდაიცვალა

თურქეთის ეკ-ს მუდმივ წარმომადგენლობიაში ერთი თანამშრომელი Kovid-19-ით გარდაიცვალა

1393663
თურქეთის ეკ-ს მუდმივ წარმომადგენლობიაში ერთი თანამშრომელი Kovid-19-ით გარდაიცვალა

თურქეთის ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლობიაში ერთი თანამშრომელი ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის გამო გარდაიცვალა.

გარდაცვლილი აჰმეთ ეღრი, რომელიც წარმომადგენლობაში მზარეულად მუშაობდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩვუშოღლუმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლობაში ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი ძმა აჰმედ ეღრი, ბრიუსელში, სადაც მან მკურნალობას გადიოდა, კოვიდ -19-ისგან გარდაიცვალა. მის ოჯახსა და  ჩვენს საზოგადოებას სამძიმარს ვუცხადებ.“

თურქეთის ევროკავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა მეჰმედ ქემალ ბოზაიმ, გარდაცვლილის ოჯახსა და მთლიანად სამინისტროს სამძიმარი გამოუცხადა.

ბელგიაში კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილ თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები