სტეფან დუჟარიკი დონალდ ტრამპს პასუხობს

სტეფან დუჟარიკი დონალდ ტრამპს პასუხობს

1393503
სტეფან დუჟარიკი დონალდ ტრამპს პასუხობს

გაერო-ს პრესპიკერმა სტეფან დუჟარიკმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში წარუმატებლად მიჩნევას ვიდეოკონფერენციით გამართული პრესკონფერენციის დროს უპასუხა და განაცხადა: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ხელმძღვანელობით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში შესანიშნავ სამუშაოებს ატარებს და ქვეყნებს დახმარებას უწევს“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის,  კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გააკრიტიკა და აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-ს ყველაზე მეტ თანხას ჩვენ (აშშ) ვურიცხავთ, მათი პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული. ჩვენ ამ საკითხს გავითვალისწინებთ. კიდევ კარგი მათ შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან საზღვრები არ ჩამეკეტა, არ გავითვალისწინე. რატომ შემოგვთავაზეს ჩვენ ასეთი არასწორი ნაბიჯის  გადადგმა გაუგებარია. ისინი ბევრ რამეში ცდებიან“.



მსგავსი ინფორმაციები