ალ-კარადაღი, არაბ დესპოტებს დაუპირისპირდა
“პატიმრები, დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გათავისუფლებულები“
1393490
მსოფლიოს მუსლიმან მეცნიერთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ალი ალ-კარადაღმა, არაბული ქვეყნების ლიდერებს, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოსთხოვათ. სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა: ”ჩვენ მოვითხოვთ, რომ არაბი ტირანების ციხეებში მყოფი ყველა პატიმარი, განსაკუთრებით კი პოლიტპატიმრები, დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნენ.” მისივე განცხადებით, პატიმრებს შორის მუსლიმანი მეცნიერების გარდა, მრავლად არიან ექიმები და ექთნებიც, რომელთა ცოდნა-გამოცდილება და შრომა, ახლა სჭირდებათ საავადმყოფოებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ მებრძოლ მათ თანამშრომლებსაც და დაავადებულ პაციენტებსაც. "ღმერთო, ამ დესპოტებისა და ტირანების გამო ჩვენ ნუ გაგვანადგურებ", ასეთი ლოცვით ამთავრებს მესიჯს ალ-კარადაღი