"რუსული იმპერიული მოძრაობა", ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში იქნა შეყვანილი

ჯგუფის წევრებზე სანქციები დაწესდება

1392941
"რუსული იმპერიული მოძრაობა", ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში იქნა შეყვანილი

აშშ-მა, რუსეთში მოქმედი  ე.წ. "თეთრი რასისტული" ჯგუფი, "რუსული იმპერიული მოძრაობა," გლობალური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ანტი ტერორისტული ბრძოლის კოორდინატორმა ნათჰან სალესმა განაცხადეს, რომ "რუსული საიმპერატორო მოძრაობის" ჯგუფის წევრებზე ამიერიდან სანქციები დაწესდება. ”ასეთი ტიპის ნაბიჯს ადრე არავითარი პრეცედენტი არ გააჩნია. აშშ-მა პირველად შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, თეთრი რასისტული ჯგუფი. ეს კი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად ვიღებთ თეთრი რასიზმის საფრთხეს,” განაცხადა სალესმა. პრესის წევრებთან საუბრისას, ზოგიერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ "რუსეთის საიმპერატორო მოძრაობა" ამ ქვეყანაში ნეონაცისტებს და ე.წ. თეთრ რასისტებს სამხედრო განათლებას აძლევს და მათ ამისათვის ორი სასწავლო ბანაკი გააჩნიათ სანკ-პეტერბურგში



მსგავსი ინფორმაციები