გერმანიაში ჰოსპიტალში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ბომბი აღმოაჩინეს

გერმანიაში ჰოსპიტალში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 250 კილოგრამი წონის ბომბი აღმოაჩინეს

1390057
გერმანიაში ჰოსპიტალში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ბომბი აღმოაჩინეს

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში, ქალაქ ბონში, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 250 კილოგრამი წონის ბომბი აღმოაჩინეს.

გერმანულმა მედიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოდან 213 პაციენტი, მათ შორის 69 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, ევაკუირებული იქნა.

მედიის ცნობით, ევაკუირებულებს შორის კორონავირუსით დაავადებულებიც არიან.

ბომბის აღმოჩენის წერტილიდან 500 მეტრში მცხოვრებთა ერთი ნაწილიც იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.


საკვანძო სიტყვები: #ბომბი , #საავადმყოფო , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები