პომპეომ აშშ-ში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს „აჩქარებისკენ“ მოუწოდა
პომპეომ აშშ-ში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს „აჩქარებისკენ“ მოუწოდა
1388919
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს, რომელთაც დაბრუნება სურთ, „აჩქარებისკენ“ მოუწოდა.
მაიკ პომპეომ სამინისტროს შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.
მისი თქმით, სამინისტროს დაახლოებით 50 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ერთი კი ვირუსი გამო გარდაიცვალა.
პომპეომ ასევე დასძინა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში საზღვარგარეთ სავაჭრო და საევაკუაციო მიზნით სახელმწიფოს მხარდაჭერილი ფრენები ახლო მომავალში შესაძლოა შეჩერდეს და აშშ-ში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდა საელჩოებს დაუკავშირდნენ და დაბრუნებისთვის იჩქარონ.