გაერო კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

ანტონიო გუტერესი: „კოვიდ-19 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისია კაცობრიობისათვის“

1388833
გაერო კორონავირუსთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) მეორე მსოფლიო ომის შემდგომი უდიდესი კრიზისია, რომლის მსგავსი უახლოეს წარსულში არ მოიპოვება.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემია მსოფიოს, როგორც ეკონომიკურ ასევე სოციალურ საფრთხეს უქმნის რა, მსგავსი შემთხვევა უახლოეს წარსულში არ მოიპოვება. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისა და პანდემიის შესაჩერებლად საჭიროა, ქვეყნებმა კოორდინირებულად იმოქმედონ.

“ახალი ტიპის კორონავირუსი თავს ესხმის საზოგადოებებს, ადამიანებს სიცოცხლესა და საარსებო წყაროს ართმევს. აუცილებელია დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენს წინაშე დამდგარი ყველაზე სერიოზული კრიზისია. გაერო ქმნის ახალ მრავალპარტნიორულ ფონდს, რათა ხელი შეუწყოს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს,  ეპიდემიასა და მის სოციალურ-ეკონომიკურ შოკებთან ბრძოლაში“ ნათქვამია გუტერესის მიერ მომზადებულ ანგარიშში. გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე განვითარებულ ქვეყნებს,  ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე დახმარებისკენ მოუწოდებს.



მსგავსი ინფორმაციები