„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში 28.03.2020

„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში 28.03.2020

1386730
„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში 28.03.2020

ჩინეთის ქალაქ, უხანიდან  გავრცელებული  ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დღემდე მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გასცდა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 601 ათას სცდება. გამოჯანმრთელდა 133 ათასი ადამიანი.

ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოსავლეთშიც სწრაფად ვრცელდება. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 139 ადამიანი დაიღუპა რა, ამ დროისათვის დაღუპულთა საერთო რაოდენობამ  2517 შეადგინა. ერაყში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 506 ადამიანი.

ჩრდილოთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის დაინფიცირებულთა რაოდენობა 61-ია. აზერბაიჯანში, სადაც ეპიდემიის გამო განხორციელდა სოციალური იზოლაცია და კარანტინი, შეიზღუდა საქალაქთაშორისო მოგზაურობა. რუსეთში ამ დროისათვის გარდაცვლილთა რიცხვი ხუთია. უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ისრაელში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისათვის 12-ია, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა,   რომელთაგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა. ალჟირის მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კომედატის საათი გამოაცხადა. აღმოსავლეთის სხვა ქეყანებში კოვიდ-19-ის მდგომარეობა ასეთია: მაროკო დაღუპულია 23, დაინფიცირებულია 358. ქუვეითში დაინფიცირებულთა რიცხვი 235-მდე, ომანში 152-მდე, ხოლო პალესტინაში 97-მდე გაიზარდა.

იორდანიაში პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, დაინფიცირებულია 235 ადამიანი. არაბთა გაერთიანებული საემიროში ორი ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულია 405 ადამიანი. ლიბანში 8 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულია 391 ადამიანი. ტუნისში დაიღუპა 7, დაინფიცირებულია 227. ტაილანდში დაიღუპა 6.  მალაიზიაში დაიღუპა 27, დაინფიცირებულია 2320 ადამიანი. ფილიპინებში სადაც დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია უკვე 1075 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები: #აღმოსავლეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები