დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

1386587
დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ტელეფონით დაუკავშირდა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას, თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ როგორც, G-7-ის, G-20-ის  და სხვა საერთაშორისო პარტნიორობის თანამშრომლობით, ახალი ტიპის კორონავირუსის  დამარცხება  და გლობალური ეკონომიკის აღორძინება უფრო მოკლე დროში იქნება შესაძლებელი. მათ  კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმის  რწმენა, რომ აშშ და ბრიტანეთი ამ ეპიდემიური პროცესისგან უფრო ძლიერი აღმოჩნდებიან, ვიდრე ადრე. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.



მსგავსი ინფორმაციები