აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა პირველი რაკეტა გატყორცნა

მან ორბიტაზე სატელიტური თანამგზავრი აიყვანა

1386077
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა პირველი რაკეტა გატყორცნა

აშშ-ში გასულ წელს შექმნილმა კოსმოსურმა ძალებმა, ორბიტაზე გატყორცნა პირველი რაკეტა, რომელიც ამიერიდან სატელიტურ თანამგზავრებს გადაიყვანს კოსმოსში. აშშ-ს კოსმოსური ძალების Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში ნათქვამია, რომ საკომუნიკაციო თანამგზავრების მატარებელი რაკეტა გაუშვეს ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსური ბაზიდან. კალიფორნიის კოსმოსური და სარაკეტო სისტემების ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯონ ტ. ტომპსონმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის მიუხედავად, აშშ-ს კოსმოსური ძალების კუთვნილმა ატლას V სახელწოდების რაკეტამ, კოსმოსში გაიყვანა 6168 კილოგრამი წონის თანამგზავრი. აშშ-ს კოსმოსური ძალების სარდლობა ოფიციალურად შეიქმნა გასული წლის დეკემბერში



მსგავსი ინფორმაციები