ძლიერი მიწისძვრა რუსეთში

გამოცხადებულია ცუნამის საშიშროება

1384512
ძლიერი მიწისძვრა რუსეთში

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონში, კონკრეტულად კი კურილის კუნძულებზე, რიხტერის შკალით 7,5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიის კვლევის ცენტრმა გამოაცხადა, რომ 7,5 ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც მოხდა კურილის კუნძულის სევეროს რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში, 56,7 კილომეტრის მიწისქვეშა სიღრმეში მდებარეობდა. ამ მიწისძვრის შემდეგ, წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრმა, სევეროსა და სახალინის რეგიონებში, ასევე აშშ–ის კუთვნილ ჰავაის კუნძულებზე ცუნამის გაფრთხილება გაავრცელა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მიწისძვრას რაიმე ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია, ხოლო ცუნამის შიშის გამო 400-მდე კაცის უსაფრთხო ადგილებზე ევაკუაცია მოახდინეს



მსგავსი ინფორმაციები