მაიკ პომპეო: „ხამენეი იტყუება“

მაიკ პომპეომ ირანის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1383788
მაიკ პომპეო: „ხამენეი იტყუება“

ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შესახებ გავრცელებულ განცხადებებით ტყუის. პომპეოს თქმით, ხამენეი  კორონავირუსით დაღუპულების და დაინფიცირებულების შესახებ ინფორმაციებს მალავს.  „ირანის რეჟიმის უგულებელყოფად საკუთარი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების არაერთ გაფრთხილებას და სულ მცირე 9  დღის განმავლობაში უარყოფდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას. რეჟიმი განაგრძობს ირანელი ხალხისა და მსოფლიოს მოტყუებას,  კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ, რაც სამწუხაროდ, ბევრად მაღალია იმ მონაცემებზე, რომლებსაც რეჟიმი აღიარებს. ეს კი როგორც საკუთარი ხალხის ასევე მსოფლიოსათვისაც შემაშფოთებელი ქმედებაა. ირანის რეჟიმმა 1 მილიარდ ევროზე მეტიუ თანხა, რომელიც სამედიცინო რესურსებს უნდა მოხმარებულიყო, მოიპარა. გარდა ამისა, ისინი პირბადეებს, ხელთათმანებს და სხვა საჭირო სამედიცინო რესურსებს შავ ბაზარზე გასაყიდად ინახავენ. ამერიკის მხრიდან ირანისადმი დაწესებული ემბარგო, საკვებ პროდუქტებს, სამედიცინო პროდუქციას, მედიკამენტებს  და სხვა ჰუმანიტარულ მასალებს არ მოიცავს. ჩვენ როგორც სხვა ქვეყნებს ასევე ირანსაც, 100 მილიონი დოლარის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად შეთავაზება გავაკეთეთ, მაგრამ, აიათოლა ალი ხამენეიმ ჩვენი შეთავაზება არ მიიღო. რადგან ის დაუღალავად მუშაობს შეთქმულების თეორიების შემუშავებაზე და პრიორიტეტს ირანელი ხალხის ნაცვლად,  იდეოლოგიას ანიჭებს“,  ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები