„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

1384223
„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა აღმოსავლეთში

ჩინეთის ქალაქ, უხანიდან  გავრცელებული  ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დღემდე მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობამ 16 500-ს გასცდა.

ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოსავლეთშიც სწრაფად ვრცელდება. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 122 ადამიანი დაიღუპა რა, ამ დროისათვის დაღუპულთა საერთო რაოდენობამ  1934 შეადგინა,  მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვი, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 23 049-ს მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 3 აპრილამდის გაგრძელდება. ერაყში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გამოცხადებული კომენდატის საათი 29 მარტამდის გაგრძელდა. სამხრეთ კორეაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-ია, ხოლო დაინფიცირებულია 8961 ადამიანი.

პალესტინაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ისრაელში კი კორონავირუსი 1442 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან 29-ის მდგომარეობა მძიმეა.

 აღმოსავლეთის სხვა ქეყანებში კოვიდ-19-ის მდგომარეობა ასეთია: მოლდოვა 109, აზერბაიჯანი 61, ყირგიზეთი 16, უკრაინა 73, საქართველო 61, სომხეთი 194. საუდის არაბეთში სადაც ამ დროისათვის კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, დაინფიცირებულია 562 ადამიანი. ტუნისში დაინფიცირებულთა რიცხვი 89-მდე, მაროკოში 143-მდე, ომანში 66-მდე, ქუვეითში 189-მდე კატარში 501-მდე, ხოლო იორდანიაში 128-მდე გაიზარდა.

ინდოეთში სადაც კოვიდ-19-ის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 425 დაინფიცირდა, თვის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იაპონიამ ევროპის 18 ქვეყანასთან და ირანთან გადაადგილება აკრძალა.

ტაილანდში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, ბოლო მონაცემებით დაინფიცირებულია 1788, ხოლო დაღუპულია 58 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები: #აღმოსავლეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები