ინდონეზიაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1381021
ინდონეზიაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური კლიმატის და გეოფიზიკის ორგანიზაციის (BMKG) განცხადებით, მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი კუნძულის სამხრეთ კუთას რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით 273 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისქვეშ 10 კილომეტრში მოხდა.

მიწისძვრის გამო დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ასევე არ გამოცხადებულა ცუნამის განგაში.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები